ახალი ამბები

დაცულ ტერიტორიებს ზაფხულის სეზონზე ვიზიტორები გაეზარდათ

თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს პარკმა შარშანდელთან შედარებით 3 000-ით მეტი, დააახლოებით 10 000 ტურისტი მიიღო. მათი ინფორმაციით, რაოდენობის ზრდა ძირითადად ქართველი ვიზიტორების ხარჯზე მოხდა.
თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე დასრულებულია სამუშაოები ახალი ტურისტული ბილიკის მშენებლობაზე, რომელსაც „ალაზნის თავი“ ერქმევა. ბილიკი თუშეთს ხევსურეთსა და ფშავთან აკავშირებს. პროექტს „თიბისი ფონდი“ დააფინანსებს. ამავე პროექტის ფარგლებში, ასევე, აშენდება ვიზიტორთა პირველი თავშესაფრი და ხიდი კი უკვე აშენდა. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მომავალი წლიდან ტურისტები ისარგებლებენ აღნიშნული მომსახურებით, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რაოდენობას.
სამომავლოდ იგეგმება არსებული ბილიკების დამატება, კეთილმოწყობა, საინფორმაციო დაფების განახლება, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვნად აისახება ტურისტების რიცხოვნობის ზრდაზე.