ახალი ამბები

დიპლომატიური კორპუსი დღეს კახეთში გაემგზავრა

საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომატები თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრებიან. კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში დღეს საღამოს გაიმართება.

მანამდე კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მეღვინეობა “ხარებას” ეწვევიან, სადაც მათ ინფორმაციას მიაწვდიან რთველის მიმდინარეობის შესახებ, დიპლომატები გაეცნობიან რთველთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებსაც.