ახალი ამბები

ხვალ კახეთის სამ მუნიციპალიტეტს ენერგომომარაგება შეუწყდება

ხვალ,10 ოქტომბერს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ქვესადგურ „გურჯაანი 110“-ში 110 კვ-იანი ძაბვის ტრანსფორმატორის დიაგნოსტიკური გაზომვების და ჩასატარებელ პროფილაქტიკური სამუშაოებთან დაკავშირებით, 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ლექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს.
როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, დიაგნოსტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე რეგიონის ელექტრომომარაგება სრულად აღდგება.