ახალი ამბები

თელავში ერეკლე მეფის სასახლის რეაბილიტაციის შესახებ იმსჯელეს

შეხვედრის მიზანს ბატონის ციხის რეაბილიტაციის ქვეპროექტის საჯარო განხილვა წარმოადგენდა.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

თვითმმართველი ქალაქი თელავის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით,  პროქტიის ხანგრძლივობა 12 თვეა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

,, შეხვედრაზე განვიხილეთ გარემოსდაცვითი დოკუმენტი, რომელიც ერეკლე მეფის სასახლის, ბატონის ციხის რესტავრაციის ქვეპროექტია. პროექტს განახორციელებს შპს „ჯორჯიან ინჟინერინგი“, ხოლო განხორცილელებას ზედამხედველობას გაუწევს ერთობლივი საწარმო შპს „სტეჯეტი“ და შპს „ესტია“ . ჩვენი მთავარი მიზანია, მოხდეს გარემოს დაცვა რეაბილიტაციის პერიოდში, მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ეკოლოგიური და სოციალური უფლებების დაცვა,’’– განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.