ახალი ამბები

მოქალაქე დანაგვიანებისთვის 700 ლარით დაჯარიმდება

კანონპროექტის თანახმად, ცენტრალურ ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებებზე, ტროტუარზე და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: პოლიეთილენის ბოთლის, ან საკვები პროდუქტის შესაფუთი მასალის დაგდება ისჯება. კანონდარღვევას სპეციალური მონიტორინგის კომისია დაადგენს, რომელიც ქალაქის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში იმორიგევებს, როგორც ცენტრში, ასევე, გარეუბნებში. მზესუმზირის ნარჩენების და მისი შესაფუთი მასალის ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმა ასევე 700 ლარს შეადგენს.

ახალი კანონპროექტით იკრძალება ჭამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც ასევე მკაცრად გაკონტროლდება დანაგვიანების ფაქტები. იმ შემთხვევაში, თუ დანაგვიანებას არასრულწლოვანი ახორციელებს, გათვალისწინებულია გარკვეული შეღავათები, თუმცა არასრუწლოვანების ზღვარი დადგენილია 10 წლამდე, ამ ასაკის ზევით ჯარიმა მის მეურვეს ეკისრება.

სკანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში სადამსჯელო ღონისძიება 10 დღემდე პატიმრობით დაისჯება.