ახალი ამბები

“აწარმოე საქართველოს” ფარგლებში შეღავათიან სესხს გაფართოებისათვის ნებისმიერ ბიზნესმენს მისცემენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში უკვე დამტკიცებულია სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე 25 პროექტი.
სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეიდან ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც წარმოების გაფართოება სურს, შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში და მიიღოს შეღავათიანი სესხი.
„პროგრამით დაინტერესება იმდენად დიდი იყო მეწარმეებში, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებულ მეწარმეებსაც შეძლებოდათ წარმოების გაფართოება-გამსხვილება. ამ მიზნით მათ შეუძლიათ, მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ შეღავათიანი სესხით და მთავრობის თანადაფინანსების პროცენტით,”-განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.