ახალი ამბები

თესაუს ახალი წარმომადგენლობითი საბჭო ჰყავს

დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ხუთი ფაკულტეტის სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა.
ხუთი ფაკულტეტიდან ყველაზე მეტი კონკურენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო, სადაც აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებულ 5 ადგილზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა. 
საბოლოოდ, ამ კანდიდატებიდან მეტი მხარდაჭერა მიიღეს შემდეგმა პროფესორებმა: ნუნუ გელდიაშვილმა, მანანა ღარიბაშვილმა, ზაურ გუმაშვილმა, თენგიზ სიმაშვილმა, ელენე ფილაშვილმა; ხოლო სტუდენტებიდან არჩეულ იქნენ მიხეილ თუშიშვილი და მარიამ სუხიტაშვილი.
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან წარმომადგენლობით საბჭოში შევიდნენ ია ჩაქიაშვილი და შორენა ძამუკაშვილი, სტუდენტი – სოფიო დალაქიშვილი.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტს წარმომადგენლობით საბჭოში ეყოლება ორი პროფესორი – ია ჯიმშიტაშვილი, ნატალია ბიწაძე და ორი სტუდენტი – სოსო ჟამურაშვილი, მერი მაისურაძე.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალიდან არჩეულ იქნენ რუსუდან ფირანიშვილი და ნინო ჟონჟოლაძე, სტუდენტებიდან – დოქტორანტი შორენა ქარენაშვილი.
აგრარულ მეცნიერებათა აკადემიურმა პერსონალმა ნდობა გამოუცხადა შოთა მათიაშვილს და გაგა ბუიშვილს, ხოლო სტუდენტებმა ყველაზე მეტი ხმა მისცეს მიხეილ მამუკაშვილს. ახალი შემადგენლობის წარმომადგენლობითი საბჭო პირველივე სხდომაზე საბჭოს სპიკერს აირჩევს.