ახალი ამბები

აშშს- საელჩოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში შეხვედრა გამართეს

აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 
მათ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კახა ჯამბურიასთან ერთად განიხილეს აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ სასწავლო გაცვლით პროგრამებში და კონკურსებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვის საკითხებიც. 
საელჩოს წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორსა და მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად ასამდე სხვადასხვა ჟანრის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული ლიტერატურაც გადასცეს.