ახალი ამბები

თელავის მერიამ ლატვიასთან მეგობრობის მემორანდუმი გააფორმა

შეთანხმებას თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ტალსის მხარის დუმის თავჯდომარემ, ნორმუნდს ტროპინშინმა, მოაწერეს ხელს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში, ასევე ევროკავშირის პროექტების ერთობლივ განხორციელებასა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე ითანამშრომლებენ.