ახალი ამბები

“ბიძინაობა – 2014” 5 ოქტომბერს გაიმართება

დღესასწაულთან დაკავშირებით, ახმეტაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
9.00 – 11.00 მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ( გამოფენების გაშლა , ფაცხების აწყობა-მორთვა , ლოზუნგებისა და ბანერების განთავსება , ტრადიციული კახური სამზარეულოს მოწყობა , დეგუსტაციისათვის მზადება ) .
10.00 – წმ. მოწამეების ბიძინა, შალვა და ელიზბარის სავედრებელი პარაკლისის ჩატარება მათივე სახელობის მშენებარე ტაძარში. 
11.00 – ჭადრაკის ტურნირის გახსნა.
11.30 – დოღი.
12.00 – მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და მოწვეული სტუმრების მიერ დღესასწაულის ოფიციალური გახსნა მილოცვით.
12.15- 14.30- ადგილობრივი ფოლკლორულ – ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.
12.30- ქართული ჭიდაობის ტურნირის გახსნა.
13.00- ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა. 13.30- მკლავჭიდის ტურნირის დაწყება .
14.00- 16.00 – კახური ტრადიციული სამზარეულოს კერძების დეგუსტაცია .
14-30- ლატვიელი შეფ მზარეულის ელმარს ტანისის მიერ მოწყობილი მასტერკლასი კერძების შემდგომი დაგემოვნებით.
15.00- მოწვეული მომღერლების კონცერტი.
15.30 – ბაგირის გადაწევა.
16.00 – სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულთა დაჯილდოება.