ახალი ამბები

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ შემოდგომის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგროც კერძო, ასევე სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში დარეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა.

ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფესტივალზე მისულ პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული ტესტების ნიმუშებს გაცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიების ბოლოს წარმატებული კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.