უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი 10-15%-ით შემცირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა თავისი გავლენა ქართული ღვინის ინდუსტრიაზეც იქონია: თუ წინა წლებში ჩვენი ღვინის ექსპორტის აშკარა ზრდა შეინიშნებოდა, წელს უკვე შემცირება აღინიშნა. 
,,მართალია, ქართული ღვინის ექსპორტი უკრაინის მიმართულებით შეჩერებული არ არის, თუმცა ვხედავთ, რომ საშუალოდ 10-15 %-ით შემცირდა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს პროცესი უპირველესად ღვინის ექსპორტს შეეხო, მაგრამ კიდევ უფრო შემცირებულია საბრენდე სპირტების ექსპორტი. რასაკვირველია, ეს არ არის დადებითი მოვლენა, თუმცა ქართული ღვინის კომპანიები ყველანაირად ცდილობენ, უკრაინული ბაზარი არ დაკარგონ.”