ახალი ამბები

1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი მკაცრდება

,,წელს ასზე მეტი ღვინის ნიმუში იქნება აღებული ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში, რომელიც შემდგომ ლაბორატორიებს გადაეცემა. ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე 500 ლარია, თუმცა ამ თანხის გაზრდა არ იგეგმება, რადგან თვითმიზანი არ არის ჯარიმა. ეს თანხა ზოგისთვის ძალიან სერიოზული თანხაა, ზოგისთვის კი სიმბოლურია, გააჩნია საწარმოს. ყველა მეწარმე უნდა ეცადოს, რომ თავი აარიდოს ჯარიმების გადახდას.”

ზურაბ ჩეკურაშვილის თქმითვე, ალკოჰოლური სასმელების გარდა სხვა პროდუქციების მკაცრი კონტროლიც განხორციელდება, მაგრამ მისივე განმარტებით, აქცენტი ძირითადდ ჩამოსასხმელ ღვინოებზე გაკეთდება.

,,ჩვენ ყველას ვამოწმებთ – როგორც ცხოველური წარმოშობის, ასევე მცენარეული წარმოშობის, მათ შორის ალკოჰოლს და სასმელ წყალსაც კი ვაკონტროლებთ. აქ საქმე ჩამოსასხმელ ღვინოებზეა და შესაბამისად არა მარტო რესტორნები, არამედ ის მაღაზიებიც, რომლებიც ვაჭრობენ ჩამოსასხმელი ღვინოებით, ესენიც კონტროლდებიან.
ძირითადად ყველაზე მეტი ფალსიფიცირება აქ ხდება. ამ მოვლენას შედარებით ნაკლებად ვხვდებით, უკვე ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოში. ძირითადად მთელი მასა ჩამოსახმელი ღვინოებზე მოდის რესტორნებსა და მაღაზიებში.”