ახალი ამბები

თელავის მერიისთვის გამგეობის შენობასთან დამატებითი ფლიგელი აშენდება

თელავის მერიას დაქვემდებარებული სამსახურების უკეთ მუშაობისთვის, გამგეობის შენობასთან დამატებითი ფლიგელი აშენდება, – ამის შესახებ knews.ge-სთან თელავის მერმა, პლატონ კალმაძელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.