ახალი ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა

მიმდინარე სასწავლო წლისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სასხელმწიფო უნივერსიტეტმა 179 პირველკურსელი მიიღო რაც წინა წლებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. დღეს, უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა სტუდენტური ხეივანის გაშენების პროცესს, რომელიც იქნება ტრადიციული და ყოველ სასწავლო წელს, ყველა პირველსკურსელი დარგავს თითო ხეს.