ახალი ამბები

ღვინის კულტურის პოპულარიზაციის ახალგაზრდული მოძრაობა შეიქმნა

მომავალი თაობების მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განათლებისა და მის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მიზნით, შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფი, სადაც გაერთიანებული არიან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მათთვის იმართება ლექცია-სემინარები შემდეგ თემებზე: ქართული ღვინის კულტურა და ისტორია, ვაზის ჯიშები, მევენახეობის ზოგადი საფუძვლები, ღვინის დაყენება და მოხმარება, ენოლოგია და ქართული ღვინის კულტურის უძველესი საფუძვლები და სხვა.
ამასთან, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ვაზის დარგვასა და მოვლაში, ღვინის ტურიზმის ლოკაციის დასუფთავებაში, რთველის პროცესში, ფესტივალებში, დეგუსტაციებსა და გამოფენებში.
სააგენტო პირველის ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით ასევე იწყებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან.
მსგავსი ინიციატივა უზრუნველყოფს მომავალი თაობების განათლებას და მათი ინიციატივების გააქტიურებას მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებაში, წახალისებული იქნება სტუდენტების წარმატებული იდეები და განათლების ხელშეწყობა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.