ახალი ამბები

უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ნაკვეთის შესყიდვის წესები მკაცრდება

მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი წესების მიხედვით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებს უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან ფიზიკური პირი ვეღარ შეისყიდის. ამასთან, უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია, თუნდაც საქართველოში იყოს დაფუძნებული, მაინც ვერ იყიდის მიწას, თუ ის ქვეყნის საზღვრის მიმდებარე ხუთკილომეტრიან ზოლში, ან მთავრობის მიერ დადგენილ ზონაში მდებარეობს.
აგრარულ საკითხებში ექსპერტი და სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებათა ინიციატორი პაატა კოღუაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ის ვერ ხედავს საფრთხეს, რომ ქართული მიწის ყიდვა უცხოელებმა ცრუმაგიერი პირების მეშვეობით შეძლონ. კანონის მიხედვით, მინიმალური მიწის ნაკვეთი, რომლის შესყიდვის უფლებაც უცხოელს აქვს, 5 ჰექტარია:
,,აღნიშნული ზღვარის 15 ჰექტარამდე გაიზრდაც შეიძლება, რადგან რაც მეტი იქნება, ვეღარ იყიდიან. უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფასის დაწესებისთვის უნდა მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმები, როგორიც აპრობირებული და მიღებულია დასავლურ სამყაროში. უცხოელებისთვის ფასი განსხვავებული უნდა იყოს. ამას მთელი მსოფლიო აკეთებს. მიწა იყიდებოდა და გაიყიდება, მაგრამ უნდა მოქმედებდეს რეგულაციები”.