ახალი ამბები

ლაგოდეხში მოჭიდავე მურმან მუმლაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, მურმან მუმლაძის ხსოვნის ტურნირი გაიმართა.  ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 70 სპორტსმენი იღებდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ტურნირი ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა.
,,ტურნირის გამარჯვებული მძიმე წონით კატეგორიაში გახდა ქარელში მცხოვრები სპორტსმენი პაატა ღვინიაშვილი, რომელსაც გადაეცა მურმან მუმლაძის სახელობის თასი. აღნიშნული ტურნირი აფენში ტრადიციულად ყოველ წელიწადს გაიმართება,”- განაცხადეს გამგეობაში