ახალი ამბები

თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის თანამშრომლებმა შუამთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ინიციატივით, თელავში დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის თანამშრომლებმაც მიიღეს და შუამთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ფარგლებში, დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია 19-21 სექტემბერს მსოფლიოს 134 ქვეყანაში ტარდება. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და არის რიგით 121 -ე ქვეყანა.