ახალი ამბები

თელავის ყოფილი გამგებელი გუბერნიაში ინფრასტრუქტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს

გუბერნატორის პირველი მოადგილის, ზურა არსენიშვილის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, მეტრეველს ინფრასტრუქტურის კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და გუბერნიაში სწორედ ამ მიმართულებას ჩაიბარებს:
,,გუბერნატორის მოადგილეები ერთი კერძო მიმართულებით არ მუშაობენ, მაგრამ გივი მეტრეველი ინფრასტრუქტურულ საკითხებში მეტად კომპეტენტურია და სწორედ თავის გამოცდილებას მოახმარს რეგიონს. არ არის გამორიცხული, მეტრეველმა სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებშიც მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი გუნდური გადაწყვეტილებების მიღებაა, ”- განუცხადა knews.ge-ს ზურა არსენიშვილმა.