ახალი ამბები

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა უფლებების შესახებ იმსჯელეს

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თელავის ოფისის ორგანიზებით ქალთა უფლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გენდერული თანასწორობის კლუბის წევრებისათვის ქალთა უფლებრივი საკითხების სამართლებრივ ჭრილში განხილვა.
შეხვედრაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა, მარეხ მგალობლიშვილმა ქალთა კლუბის წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გააცნო სამართლებრივი კანონმდებლობის ის საკითხები, რომლებიც არეგულირებს ქალთა უფლებებს. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა შრომითი ურთიერთობის საკითხებზე.