მთავრობამ უცხოელებზე მიწის გასხვისების ახალი წესები დაამტკიცა
ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში მიწა აღარ გასხვისდება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც, ის საქართველოში იყოს დაფუძნებული. უცხოელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, ექნებათ უფლება, შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა არანაკლებ 5 ჰექტარი და, მაქსიმუმ 100 ჰექტარი.
„სასაზღვრო ზოლსა და ამგვარ ზონებში ვერცერთი უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ შეისყიდის. უცხოელი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო მიწას, შეიძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე. ეს ბევრ ჩვენ თანამემამულეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დღეს უცხოელად ითვლება, საშუალებას მისცემს მისი წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები მიიღონ საკუთრებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილების შემთხვევაში შეეძლებათ გახდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები. ფიზიკური პირის კი იმ შემთხვევაში ხდება მიწის მესაკუთრე, თუ მას პარალელურად საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება აქვს.
„ძლიერდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, რათა დარგობრივ სამინისტროს უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს იმ საიჯარო ვალდებულებების შესახებ, რაც ამა თუ იმ ინვესტორს ეკისრება. აქვე შემოდის ნოტარიუსის როლი, რომელიც უცხოელ და ქართველ კერძო პირებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე დამოწმებას განახორციელებს და შეამოწმებს ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების შესრულებას როგორც მიწის გამყიდველის, ისე მისი მყიდველის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ სერიოზული საინვესტიციო წინადადებების პირობებში საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს უფლებას, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელი შეუწყოს და დართოს ნება, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების დეტალური შესწავლის შემდეგ ფლობდნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანი განმარტავს, რომ შერეული ქორწინების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე არის ერთი მეუღლე, ხოლო მეორე მეუღლე არის უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია იყოს მეუღლეთა საკუთრებაში. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, განქორწინების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოეული მეუღლის ქონებას, რომელიც არის სასოფლო მიწა.
“ყოფილ უცხოელ მეუღლეს ეკისრება ვალდებულება, რომ გაასხვისოს ამგვარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ის ფლობდა ქართველ მეუღლესთან ქორწინების პერიოდში”, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, შერეული ქორწინების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე არის ერთი მეუღლე, ხოლო მეორე მეუღლე არის უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია იყოს მეუღლეთა საკუთრებაში. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, განქორწინების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოეული მეუღლის ქონებას, რომელიც არის სასოფლო მიწა.
“ყოფილ უცხოელ მეუღლეს ეკისრება ვალდებულება, რომ გაასხვისოს ამგვარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ის ფლობდა ქართველ მეუღლესთან ქორწინების პერიოდში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.