ახალი ამბები

ნაცმოძრაობა რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენრტო უმცირესობის წევრები ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადებით ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის ბიუროს მიმართავს.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე ბურუსითაა მოცული, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექნის აუცილებლობას განაპირობებს:
“ორი წელია რაფალიანცის საქმის გამოძიება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ღარიბაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა ამ საქმეზე. დღეს საზოგადოებას ამ საქმეზე გაცილებით მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხი. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ინსტიტუტებს. ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო კომისიის შექმნას.”
რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშილი კი აცხადებს, რომ საპარალამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ბერძენიშვილის განცხადებით, პარლამენტში კომისია არ შეიქმნება. 
“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ესმოდეს, რომ ასეთი საგამოძიებო კომისია მაშინ იქმნება, როცა ჩვეულებრივ გამომძიებელს არ შეუძლია დაკითხოს ის ხალხი, რომლებიც დიდ თანამდებობაზე არიან. ეს საკითხის გაზვიადებაა. ცუდია, რომ საქმე ბოლომდე არ არის გამოძიებული, უნდა გამოიძიონ, მაგრამ აქ საგამოძიებო კომისია არაფერ შუაშია. ჩემი აზრით, უმცირესობამ ცოტა ორიენტაცია დაკარგა და გაავიდა არასერიოზულ საკითხებზე, თუმცა ეს ძალიან მნიშნელოვანი თემაა, მაგრამ ასე არ წყდება. მათ კარგად იციან, რომ ეს კომისია არ შეიქმნება. “
16 სექტემბერს ადვოკატმა რომეო საჯაიამ რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის აღიარება გაავრცელა. ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, ადვოკატი ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შესახებ ყვება და მომხდარის დაფარვასა და ხელშეწყობაში შსს გენინსპექციის თანამშრომელს ვარლამ ხათრიძესა და გენინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. ვიდეომასალაში ბიწოშვილი ამტკიცებს, რომ რაფალიანცის სიკვდილში დამნაშავე „ქართული ოცნებაა”. ის, ასევე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილზეც საუბრობს. დღეს კი ლალი ბეწოშვილმა გაავრცელა განცხადება. რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი გამორიცხულად მიიჩნევს ქართული ოცნების მონაწილეობას ჩვილის მკვლელობის საქმეში. 
“მქონდა ეჭვი , რომელიც 7 თვის განმავლობაში გაბათილებულია. გამორიცხული და აბსურდულია საერთოდ, რომ ეს “ქართული ოცნების” გაკეთებულია. ეს არის აბსურდული. ეს მოწყობილი შანტაჟია იმ პიროვნების მიერ, რომელმაც ეს ვიდეომასალა ჩაწერა. პირადაპირ გეუბნებით, რომ ეს გასახმაურებელი არ იყო. ეს იყო ჩემი ეჭვები, რომლებიც თავიდან ბოლომდე გაბათილებულია”, – განაცხადა ბიწოშვილმა.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედაგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების პირობა. 2012 წლის 29 ნოემბერს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, თუმცა ჩვილის შემზარავი მკვლელობიდან 2 წლის შემდეგ საქმე ჯერ გამოძიებული არ არის. 
2013 წლის 19 ნოემბერს კი პრემიერ– მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ იჩქარა ბარბარე რაფალიანცის გამოძიების დასრულების თარიღის გამოცხადების დროს. 
„ბარბარე რაფალიანცის საქმეზე მე გავაკეთე განმარტება. ეს არის ძალიან მძიმე საქმე. სამწუხაროდ, გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა. 25 დღის განმავლობაში პრაქატიკულად არაფერი არ გაკეთებულა. მე დავინიშნე 30 ოქტომბერს. ეს შემთხვევა კი მოხდა 30 სექტემბერს. შესაბამისად, გამოძიება მაშინ იქნა შეყვანილი ჩიხში. ამასთან დაკავშირებით ბოდიშიც კი მოვიხადე, რომ მაშინ ვიჩქარე, როცა ვთქვი, რომ ეს გამოძიება დასრულდებოდა და კონკრეტული თარიღიც ვთქვი“, – განაცხადა საპარალამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა. 
2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გარდაცვლილი ჩვილის დეიდამ, 1 ოქტომბრის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დალი მექერიშვილმა ბავშვის მკვლელობა საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი ჩვილი რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს. ღვინიაშვილი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა.