ახალი ამბები

თელავის ხევის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

რამდენიმე წელია, რაც თელავის ხევის სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს თელავის ხევის ფსკერის რეაბილიტაციას წყლის სათავე ნაგებობიდან ჭავჭავაძის ხიდამდე. 
”პროექტი დამუშავების პროცესშია და მისი დასრულებისთაბავე მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს ტენდერს და შესაბამისად მალევე დაიწყება სარემონტო სამუშაოები. ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ხევის რეაბილიტაციას კოსტავას ქუჩის ხიდიდან ჭავჭავაძის ხიდის ჩათვლით. ხევის ორივე სანაპიროზე დამონტაჟდება გარეგანათება, დამცავი მოაჯირეები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე, დაიწყება თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ.