ახალი ამბები

ახმეტაში 15 ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს გამგეობის დებულების დამტკიცებისა და 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ადმინისტრაციული ერთეულების ჩამოყალიბებაზეც იმსჯელეს.
საკრებულოს დეპუტატები განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული ერთეულები შეიქმნა ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ ერთ ან რამდენიმე დასახლებაში მართვის ოპტიმიზაციის მიზნით.
ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეულში შევა ქალაქი ახმეტა, სოფლები – ბუღაანი და ქვემო ჩოფჩაური. მატნის ადმინისტრაციული ერთეული მხოლოდ ერთ სოფელს, მატანს მოიცავს. 
საკობიანოს ადმინისტრაციული ერთეულში გაერთიანდება 7 სოფელი – ბაყილოვანი, დედისფერული, კუწახტა, საკობიანო, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა. დუისის ადმინისტრაციული ერთეულიში შევა სოფლები დუისი და წინუბანი; ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეულში – სოფლები ბირკიანი, ძიბახევი და ჯოყოლო; ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეულში – სოფლები დუმასტური, ზემო ხალაწანი, ომალო, ქვემო ხალაწანი და შუა ხალაწანი; ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეულში – სოფელები ზემო ალვანი და ხორბალო; ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეულში – სოფლები ბაბანეური და ქვემო ალვანი; მაღრაანის ადმინისტრაციული ერთეულში – სოფლები არგოხი, მაღრაანი, და ფიჩხოვანი; ოჟიოს ადმინისტრაციული ერთეულში – სოფლები ალავერდი, კოღოთო, და ოჟიო;
ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფლები აწყური, ახალდაბა, ზემო ხოდაშენი, ჩაბინაანი, ჩარექაული, ხველიანდრო და ხორხელი; ქისტაურის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფლები არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნის ველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე და ქისტაური. კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეულში მხოლოდ ერთი სოფელი, კასრისწყალი გაერთიანდა. თუშეთი ყველაზე ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც შევიდა 52 სოფელი – აგეურთა, ალისგორი, ბასო, ბეღელა, ბიქუურთა, ბოჭორნა, ბუხურთა, გირევი, გოგრულთა, გუდაანთა, დადიკურთა, დანო, დართლო, დაქიურთა, დიკლო, დოჭუ, ეთელთა, ილიურთა, იფხორი, ვაკისძირი, ვერხოვანი, ვესტმო, ვესტომთა, ვეძისხევი, თუშეთის საბუე, ინდურთა, ინწუხი, კვავლო, კოკლათა, ნაციხარი, ომალო, ორციხე, ჟველურთა, საგირთა, საჩიღლო, ტბათანა, ფარსმა, ქუმელაურთა, ცოკალთა, შენაქო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ჩიღო, წარო, ჭალა, ჭერო, ჭეშო, ჭონთიო, ხახაბო, ხისო, ჯვარბოსელი და ჰეღო;
შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეულმა ერთეულმა მოიცვა 8 სოფელი – ბუხრები, ვეძები, ნადუქნარი, საბუე, შახვეტილა, ჩაჩხრიალა, ჭართალა და ჯაბური.