ახალი ამბები

კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრი გაზაფხულზე გაიხსნება

2015 წლის გაზაფხულზე თბილისში ღია სივრცის სავაჭრო და გასართობი ცენტრი EastPoint Tbilisi გაიხსნება. სავაჭრო ცენტრში განთავსებული იქნება ჰიპერმარკეტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ყველაფერი რემონტისა და სახლისათვის (DO IT YOURSELF), ბავშვთა გასართობი ცენტრი (FEC- Family Entertainment Center), მულტიპლექსი 10 სტანდარტული და ერთი IMAX ტექნოლოგიით აღჭურვილი დარბაზით, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 150-ზე მეტი მაღაზია და კვების ობიექტები: „პროექტი უნიკალურია თავისი კონცეფციითა და არქიტექტურით, რაც ე.წ შოპინგ და გასართობი ცენტრებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. პროექტ EastPoint Tbilisi-ის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში იგეგმება 3,000-მდე ადამიანის დასაქმება,” -აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე.