ახალი ამბები

,,ვინ მოკლა ილია”- დისკუსია თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

შეხვედრას თელავის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები, ისტორიკოსები  ფილოლოგები, სკოლის და უნივერსიტეტის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

შეხვედრა ისტორიკოსმა, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახემლმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა თენგიზ სიმაშვილმა ჩაატარა.

მისი თქმით, იგი დიდი ხანია მუშაობს ილიას მკვლეობის თემაზე და მას დოკუმეტებზე და აქრივზე დაყრდნობით რამდენიმე ნაშრომი, წიგნი და სტატიები აქვს გამოქვეყნებული.

პროფესორის თქმით, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეა აგებული ახალი მხატვრული ფილმი, „ვინ მოკლა ილია?“ რომლის პრემიერაც უახლოეს მომავალში იგეგმება. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, ხოლო ფილმის რეჟოსირი მიშა ბერინაშვილი გახლავთ.