ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ, ახლად რეაბილიტირებული ვაზისუბნის, მუკუზნის და ჭანდრის საბავშო ბაღები დაათვალიერა. გამგებლის თქმით, წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

,,ვფიქრობ, რომ ბაღებში ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა დღეისთვის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა ნორმალურია.“

წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის „ ფარგლებში 30 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ძირითადად მოწესრიგდა სველი წერტილები, ოთახებს ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი, შეიცვალა კარ-ფანჯრები და იატაკი, რისთვისაც დაახლოვებით 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის 36 საბავშვო ბაღში დაიწყება, ვეჯინის საბავშო ბაღში კი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო სასწავლო პროცესი 1 კვირით გადაიდო.