ახალი ამბები

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები შარშანდელზე ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ

„თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი ,,კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ კომპანია ყურძენზე მაღალი ფასის გამო წელს დაახლოებით 1000 ტონით ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებს. რამაზაშვილის ინფორმაციით, წელს ყურძენზე ფასი ბევრად გაზრდილია, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს პრობლემას უქმნის.
მისი განცხადებით, წელს თეთრი ყურძნის ფასი დაახლოებით 1 ლარს, ხოლო საფერავის –1.50 ლარს შეადგენს. 
როგორც რამაზაშვილი აცხადებს, ყურზენზე მაღალი ფასის გამო „თელავის ღვინის მარანი“ ღვინოზე ფასს საკუთარები ვენახებიდან მოწეული ყურძნის ხარჯზე დააბალანსებს. ღვინის ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის მისაღები ფასი 2,30 – დან 1,5 ლარამდე დაეცა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის ქარხნებში საფერავის მისაღები ფასის დაცემა განაპირობა ყურძნის საკმარისი რაოდენობის მიღებამ, რის გამოც ქარხნებში ავზები გადაივსო. 
კვირის დასაწყისში კი ღვინის ქარხნები საფერავის ჯიშის ყურძენს 2,30 – დან 3 ლარამდე იბარებდნენ.