ახალი ამბები

სურსათის სააგენტო სკოლებისა და ბაგა-ბაღების შემოწმებას იწყებს

სურსათის სააგენტო სკოლებისა და ბაგა-ბაღების შემოწმებას იწყებს. სააგენტოს უფლებამოსილი პირები სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად საჯარო სკოლებისა და ბაგა ბაღების კვების ბლოკების სახელმწიფო კონტროლს გააგრძელებენ.
მიმდინარე წელს სააგენტომ ინსპექტირება რეგიონებში მდებარე 120 ბაღში ჩაატარა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საწყის ეტაპზე გადამოწმდება ის ობიექტები, რომელთა ინსპექტირება უკვე ჩატარდა და სახელმწიფო კონტროლის დროს გარკვეული რეკომენდაცია და გამოვლენილი დარღვევის გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამოქმედდება საჯარიმო სანქცია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება, ასევე, ჩატარდება კერძო სკოლებში, კერძო ბაღებსა და უმაღლესი სასწავლებლების კვების ობიექტებში.