ახალი ამბები

თესაუს 24 თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაატა გოცირიძის ბრძანებით 1 სექტმბრიდან 24 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. პაატა გოცირიძის განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან თანამშრომელთა გათავისუფლება გამოიწვია უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებამ. 
„სტუდენტთა რაოდენობის საგრძნობმა კლებამ გამოიწვია ჯერ კიდევ ადრე დაგეგმილი რეორგანიზაციის სისრულეში მოყვანა. სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია გაგრძელდება და ჩვენ ჩამოყალიბებული გაგმაც გვაქვს, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს პროცესი“, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაატა გოცირიძემ. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 21 საბაკალავრო პროგარამაზე გამოცხადებულ 780 ადგილზე მხოლოდ 179-მა აბიტურიენტმა ჩააბარა.