ახალი ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობას შეხვდა

 ბექა ბაიდაური მოსახლეობას გაესაუბრა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

მოსახლეობის თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასმელი და სარწყავი წყლის არარსებობაა, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნათ.

ბექა ბაიდაურის თქმით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო რაოდენობის თანხები გამოიყოფა.