ახალი ამბები

შსს-მ ახალი მეთოდოლოგიით დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა

2014 წლის ივლისი

2014 წლის ივლისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2297 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1293 დანაშაული. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 56,29%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -18,2 %.

2014 წლის იანვარ-ივლისი

2014 წლის იანვარ-ივლისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 15064 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9100 დანაშაული. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 60,41%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,09 %.