ახალი ამბები

19 აგვისტოს გურჯაანში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება

კონცერტში მონაწილეობას მთის სიმღერების ცნობილი შემსრულებლები გიორგი ჩიტაური, გელა დაიაური, დათო კენჭიაშვილი, მარიამ ელიაშვილი, გიორგი გოგოლაური, ლადო დოღვანი, ფანდურა და სხვა მომღერლები მიიღებენ.
ბილეთები გურჯაანის კულტურის სახლის სალაროებში გაიყიდება, რომლის ფასი 4 ლარია. კონცერტიდან შემოსული თანხა 11 თვის ნუგზარ ნონიაშვილის მკურნალობას მოხმარდება. პატარა ბრონქების ორმაგი სტენოზის დიაგნოზით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და მისი გამოჯანმრთელება შესაძლებელია. კონცერტების ტურნე საქართველოს მასტაბით ტარდება.