ახალი ამბები

1 სექტემბრიდან ცალკეული მედიკამენტების რეცეპტის ბლანკის გარეშე გაცემა იკრძალება

1 სექტემბრიდან ცალკეული მედიკამენტების სპეციალური რეცეპტის ბლანკის გარეშე გაცემა იკრძალება.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 18.07.2014 წლის N01-53/ნ ბრძანების საფუძველზე 1 სექტემბრიდან აფთიაქს ეკრძალება რეცეპტის გარეშე გასცეს შემდეგი ჯგუფების მედიკამენტები:

• კარდიოლოგიური

• ანტიბიოტიკები

• ალერგიის საწინააღმდეგო

• წნევის დამწევი

• ტკივილგამაყუჩებელი

• ჰორმონალური და სხვა.

პაციენტემბა რეცეპტის მისაღებად მკურნალ ექიმს უნდა მიმართონ .