ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ყველა სოფელში ერთ-ერთ პრიორიტეტად საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.
ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია ვაჩნაძიანის , შაშიანის, ს.გურჯაანის, კოლაგის, კარდენახის, მელაანის და კაჭრეთის საბავშვო ბაღებში, სხვა სოფლებში კი სამუშაოები მიმდინარეობს.
წელს საბავშო ბაღების რეაბილიტაციისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სულ 500 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღში დასრულდება.