ახალი ამბები

ლაგოდეხში უბედური შემთხვევისას 30 წლის მამაკაცი დაშავდა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი გურგენიანის 20 მეტრის სიმაღლიდან ხრამში ჩავარდა.
როგორც თვითმხილეველები აცხადებენ, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათი თქმით, მას ბილიკზე ფეხი დაუცდა და ხრამში ჩავარდა.
დაზრალებული, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.