ახალი ამბები

თელავში, ლერმონტოვის ქუჩის მოსახლეობა კანალიზაციის სისტემის და გზის შეკეთებას ითხოვს

თელავში, ლერმონტოვის ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაზიანებული კანალიზაციის სისტემის და შიდა საუბნო გზის შეკეთებას სთხოვს.
მოსახლეობის თქმით, მათ უკვე მიმართეს შესაბამის სამსახურებს დახმარების მოთხოვნით, თუმცა მათთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

როგორც საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონის ფილიალის თელავის სერვისცენტრის მენეჯერი, გურამ წულუკიძე აცხადებს, სამშენებლო მასალების მოწოდებისთანავე უბანში არსებულ კანალიზაციის მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

უყურადღებობის შემთხვევაში, ლერმონტოვის ქუჩის მოსახლეობა პროტესტის უფრო მწვავე ფორმას მიმართავს. ისინი გამგეობის წინ ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან.