ახალი ამბები

ქართულ ბაზარზე ქართული ბრენდირებული ხილი გაიყიდება

ქართულ ბაზარზე ქართული ბრენდირებული ხილი გაიყიდება. „პომონოს“ ბრენდის ქვეშ ხილს კომპანია „ჩირინა“ გამოუშვებს, რომელსაც მომხმარებელი „ბიუ-ბიუს“ ქათმის პროდუქტებით უკვე კარგად იცნობს. ახალი ბრენდი ბაზარზე სექტემბრიდან გამოჩნდება.

კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიტა გენებაშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე კომპანია „ჩირინას“ მიერ ნორიოსა და მარტყოფის ტერიტორიაზე გაშენებული ხილის ბაღებიდან მოწეული ვაშლი და მსხალი თბილისის მასშტაბით გაიყიდება, შემდეგ კი რეგიონებშიც გავა.

„ჩვენი ფერმების ტერიტორიაზე გაშენებული გვაქვს ხეხილის ბაღები, შვიდი ჯიშის ვაშლი და სამი ჯიშის მსხალი. ამ ეტაპზე ვაშენებთ ხილის სასაწყობო მეურნეობას სოფელ გამარჯვებაში და სექტემბრიდან უკვე ბაზარს შევთავაზებთ ახალ ქართულ ხილს“,- აცხადებენ კომპანიაში