ახალი ამბები

მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის ფარგლებში, სიღნაღში მრგვალი მაგიდა გაიმართება

შეხვედრას დაეწრებიან ადგილობრივი თვითმმართევლობის  და  საქართველოში ინტერნეტ სამოქალაქო ჩართულობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები.

პროექტი რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართება,  მიზნად ისახავს შეიქმნას სოფლის მოსახლეობის თანამონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის კარგი პრაქტიკა და მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების (დეპუტატი, საკრებულო, გამგებელი) ანგარიშვალდებულების გაზრდას მოსახლეობის წინაშე, კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმირებისა და მათი მოგვარების გზების ძიებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ინტერნეტის მეშვეობით თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის  მექანიზმების მდგრადი დამკვიდრების შესაძლებლობებზე  და  რეკომენდაციების შემუშავებაზე.

მრგვალი მაგდა მზადდება პროექტის „ჩემი სოფელი“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ “სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative“ და სათემო კავშირი „ნუკრიანი“. პროექტის მხარდამჭერები არიან: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი( EWMI G-PAC ) და სათემო გავითარების ცენტრი(CDC)