ახალი ამბები

1 აგვისტოდან ტერმინების – „ბიო“, „ეკო“, „ორგანული“ გამოყენება იკრძალება

დადგენილების თანახმად, ტერმინების – „ბიო“, „ეკო“, „ორგანული“ გამოყენება დაუშვებელია იმ სურსათის საკვების ეტიკეტზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ან მიღებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან და ბიოწარმოების წესების შესაბამისად არ იწარმოება.

აღნიშნული წესის დარღვევით მეწარმეები პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი მათ 1200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

“ბიოწარმოების შესახებ” წესების მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ასევე იმ მეწარმის დაცვაა, რომელიც ამ წესების შესაბამისად აწარმოებს ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში გამოყენებულია სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია – „ორგანული”, „ეკო”, „ბიო”), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი“,- ნათქვამია განცხადებაში.