ახალი ამბები

სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში “ ხორციელდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 000 ლარი დაიხარჯება და სამუშაოებს ი/მ „გიორგი გოგინაშვილი“ შეასრულებს.

სოფელ ჭანდარში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ასევე რამდენიმე უბანში მოეწყო გარეგანათება და სანიაღვრე არხები.

შეგახსენებთ, წელს  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭანრდისთვის 38 597 ლარი გამოიყო.