ახალი ამბები

სოფელ ვაზისუბანში 80 წლის მოხუცს ეძებენ

80 წლის მელიტონ ღარიბაშვილს უკვე ერთი კვირაა ეძებენ. როგორც მელიტონ ღარიბაშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას სამართალდამცავი ორგანოების გარდა, სოფლის მცხოვრებლებიც იღებენ.

მოხუცის ახლობლების თქმით, მელიტონ ღარიბაშვილს მეხსიერება ჰქონდა დაქვეითებული, რაც სავარაუდოდ მისი დაკარგვის მიზეზი გახდა.