ახალი ამბები

რას გამოიწვევს პროდუქციაზე წარწერა “გენმოდიფიცირებული” და რას შეცვლის ის მომხმარებლისთვის

მომხმარებლები ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს თავის ადგილს მიუჩენს და მათ სავაჭრო ობიექტებში ადვილად ვერ მოატყუებენ.
 
ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ იმ პროდუქტის რეალიზება, რომელსაც წარწერა ,,გენმოდიფიცირებული” ეწერება, შემცირდება.

მეცნიერთა ნაწილი კი აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება უამრავ დაავადებას იწვევს. ნაწილი კი მას უსაფრთხოდ მიიჩნევს. კომპანია, რომელიც გენმოდიფიცრებული პროდუქტის არსებობის შესახებ ეტიკეტზე წარწერას არ დაიტანს, პირველ ჯერზე 400 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 1200 ლარით დაჯარიმდება.