ახალი ამბები

პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ დანელია წარადგინა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროს სჭირდება რეჟიმი და ცვლილებები.. 

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგი მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს:

,,ჩვენ გავაგრძელებთ იმ აღებულ კურსს, რომელიც ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. მოგეხსენებათ, ასოცირების ნაწილში უარავი პროექტია დაგეგმილი, ასევე, მე ვიტყოდი, რომ ძალიან კვალიფიციური და კარგი თანამშრომლები მუშაობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შესაბამისად, ჩვენ ვინარჩუნებთ აღებულ კურსს და გავაძლიერებთ ყველა იმ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს როგორც დარგობრივ განვითარებას, ისე ევროპასთან ჰარმონიზაციას”.