ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა საგადასახადო არბიტრაჟის სისტემის შექმნას გეგმავს

საქართველოს მთავრობა წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული საგადასახადო არბიტრაჟის მსგავსი სისტემის შექმნას გეგმავს. კომერციული დავების განხილვის სისტემის შექმნის ინიციატივა პირველად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას ჰარვარდის კლუბში გააჟღერა.

როგორც „კომერსანტთან“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, საუბარია საგადასახადო დავების არბიტრაჟის მსგავსი სისტემის შექმნაზე, რომელიც საქართველოში წლების წინ გაუქმდა. ზურაბ ტყემალაძის თქმით, საკითხი მხოლოდ ინიციატივის დონეზეა, ამიტომ უცნობია, როდის შეიძლება ამოქმედდეს კომერციული დავების სისტემა.

საგადასახადო არბიტრაჟში გადასახადების გადამხდელთა და მთავრობას შორის არსებული დავების განხილვა წარმოებდა. არბიტრაჟი 2005 წელს ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ–მინისტრობის დროს გაუქმდა.