ახალი ამბები

საახალწლო იუმორისტული საღამო თელავის მედია კაფეში

წინასაახალწლო დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალისო, მხიარული და ბედნიერი განწყობილების შექმნა. ამიტომ ყველას, ვისაც გიყვართ სიცილი და იუმორი, ხვალ, 17:00 საათზე “მედია–კაფეში” სოსო მიქელაძე წარმოგიდგენთ იუმორისტულ–მუსიკალურ საღამოს სახელწოდებით „ცოდნა არცოდნა“ („კახური იუმორი “).
პროგრამაში ავტორის მიერ შეტანილია სულ ახლახანს დაწერილი იუმორისტული მონოლოგები, სკეჩები, ნაცნობი სიმღერები და მრავალი სახალისო რამ.
მის: თელავი, ერეკლე მეორის გამზირი # 4
თელავის მედია კაფე. ტელ: 27 28 03