ახალი ამბები

თელავში ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას ბილბორდზე სარეკლამო ბანერების გაკვრის საშუალებას არ აძლევენ

,,ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” თელავის მერიის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატმა მაკა მოსიაშვილმა ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა.
მოსიაშვილის განცხადებით, სარეკლამო ბილბორდების მფლობელი კომპანია ,,ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას” სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარს ეუბნება. 
„ჩვენ ერთი თვის მანძილზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კომპანიასთან, რომელსაც სარეკლამო ბილბორდების ფლობაზე ექსკლუზიური უფლება აქვს. სამი თვის მანძილზე მან რამდენჯერმე გადაგვიდო შეკვეთა. ჯერ გვითხრა, რომ ორ კვირაში ექნებოდთა პასუხი, შემდეგ – ორ დღეში. დავუკავშირდი კომპანიის დირექტორს გელა ღვინეფაძეს, რომელიც არ არის წინააღმდეგი, ჩვენი ბანერების გაკვრისა. როგორც ღვინეფაძემ გვითხრა ბიწკინაშვილმა ჩვენგან მოითხოვა, რომ ,,ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას“ სარეკლამო ბანერების გაკვრის მიზნით გაეფორმებინა ორ წლიანი ხელშეკრულება. მაქვს ლოგიკური კითხვა: რამდენ წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ბილბორდების კომპანიასთან კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც უკვე გააკრა სარეკლამო ბანერები? კომპანიის მფლობელი გელა ბიწკინაშვილი არის გელა სამხარაულის ქვისლი. გელა სამხარაული კი თელავის მუნიციპალიტეტიდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თხლაშიძის ცოლის ძმაა. ასე, რომ თხლაშიძესა და სამხარაულს აქვთ საოჯახო ბიზნესი“, – განაცხადა ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის თელავის მერიის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატმა მაკა მოსიაშვილმა.
თელავში გარერეკლამის განთავსებაზე ნებართვას შპს „ჯი ეი სი“ ფლობს. შპს „ჯი ეი სი“ 2006 წელს არის რეგისტრირებული. ორგანიზაციის დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი იური შალამბერიძეა. გოდერძი ღვინეფაძე კი კომპანიის დირექტორია.