ახალი ამბები

დავით ქევხიშვილს სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ყვარლის უკვე ყოფილ გამგებელ დავით ქევხიშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მასთან ერთად დაკავებულ 17 პირს კი 400-400 ლარის გადახდა დაეკისრათ. პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ქევხიშვილი გუშინ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება. აღნიშნული პრების დაკავება გუშინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც ყვარლის გამგებლის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები საკრებულოს წევრ თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქევხიშვილის თანამდებობიდან მოხსნით შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილია დაინტერესებული.

ამასთან, საკრებულომ ქევხიშვილს გმაგებლის უფლებამოსილება შეუჩერა.