რამდენ მუნიციპალიტეტად დაიყოფა თელავი (VIDEO)

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მცირე დარბაზში, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ თელავის, როგორც დამოუკიდებელი თვითმმართველი ორგანოს შექმნისა და დარჩენილ ტერიტორიაზე ერთი თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, შემოსულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ თელავის, როგორც დამოუკიდებელი თვითმმართველი ორგანოს შექმნისა და დარჩენილ ტერიტორიაზე ერთი თვითმმართელი თემის შექმნის შესაძლებლობის საკითხს ეხება. 
მათივე თქმით, სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში წარდგენილი აქვს ალტერნატიული წინადადება, რომელიც ითვალისწენებს, ქალაქ თელავის თვითმმართველ ორგანოდ გამოცხადების შემდეგ დარჩენილი ტერიტორია 3 თვითმმართველ ტერიტორიულ ერთეულად დაიყოს.
 
ვრცლად ჩვენს ვიდეო რეპორტაჟში